|
გაკვეთილის თემა
|
თევზები
|
||||||||
|
საგნები.მასწავლებლების სახელი და გვარი
|
ბუნებისბიმეტყველება(მანანა ნოზაძე);სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება(ია
კაპანაძე)
|
||||||||
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური.პირველი კლასი
|
||||||||
|
მოსწავლეთა პროფილი
|
15.სსსმ მოსწავლე არ არის
|
||||||||
|
აქტუალობა
|
გაკვეთილი გაუღრმავებს მოსწავლეებს ცოდნას თევზების,მათი საარსებო გარემოს
და აგებულების სპეციფიკის შესახებ
|
||||||||
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
გავაცნოთ
ბავშვებს თევზების ზოგადი ნიშნები,მათი აღწერა და მრავალფეროვნება. აპლიკაციების
დამზადება. კავშირი
საგნობრივ სტანდარტებთან
ბუნ.II.1.მოსწავლეს
შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
თვალსაჩინოებაზე
ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის ძირითად ნაწილებს,
გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
·
აგროვებს მასალას ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას და აკეთებს კოლაჟს;
·
ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის ცხოველის
გამოსახულებას
ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები
გარეგნული ნიშნების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
ცხოველების მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს
კითხვებს .
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს,
ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი,
ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს;
ს.გ.I.4 . მოსწავლეს
შეუძლია ნამუშევრების
შექმნა
შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის
მეშვეობით.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ნამუშევარში
ასახავს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
·
გამოსახავს
წარმოსახვით გარემოს;
|
||||||||
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლე უნდა კითხულობდეს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს,ტექსტში პოულობდეს
კონკრეტულ ინფორმაციას,სხვადასხვა მასალის გამოყენებით ქმნიდეს მარტივ აპლიკაციებს
|
||||||||
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს :გინახავთ თევზები?
როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი? რით იკვებებიან ისინი? მოსწავლეები პასუხობენ დასმულ
კითხვებს .მასწავლებელი პრეზენტაციის სახით მიაწოდებს ინფორმაციას თევზების შესახებ.
აჩვენებს მათ თევზის ჩონჩხს. მოსწავლეები ნეტბუკის საშუალებით დაათვალიერებენ თევზების
ფერად სურათებს .მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მცირე ჯგუფებში შეავსებენ სქემას,
რომელიც მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის
გააზრებასა და საჭირო ინფორმაციის ამოკრეფაში დაეხმარება. სქემა აქვს შემდეგი სახე:
წუთშესვენება:მაწავლებელი
ასახელებს რომელიმე ცხოველის სახელს.თუ ის
თევზია,ბავშვები ახტებიან და მიბაძავენ თევზის ხტუნვას წყალში,თუ სხვა ცხოველია-ერთხელ
შემობრუნდებიან საკუთარი თავის გარშემო. ხელოვნების მასწავლებელი ათვალიერებინებს საილუსტრაციო ნიმუშებს
და ეკითხება რომელ გეომეტრიულ ფორმებს მოგვაგონებს თევზები
და ჩამოათვლევინებს იმ ფერებს რომელი ფერებიც
აღიქვეს წარმოდგენილ საილუსტრაციო ნიმუშებში. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.მასწავლებლის
მიერ მიცემული ინსტრუქციის საფუძველზე ისინი სამუშაო რვეულის შესაბამის დავალებაში
ჭრიან თევზებს და აწებებენ ქაღალდზე და სასურველი ფერებით ქმნიან წყალქვეშა სამყაროს
საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით.
|
||||||||
|
ორგანიზება და დრო
|
აქტივობა 1 მთელი კლასი (5 წთ) აქტივობა 2 ინდივიდუალურად (3 წთ) აქტივობა3 ჯგუფებში(8წთ) აქტივობა4
პრეზენტაცია ჯგუფებში (2 წთ) აქტივობა5
წუთშესვენება აქტივობა6
მთელი კლასი(5წთ) აქტივობა7აპლიკაციების დამზადება(10წთ) აქტივობა8 შეფასება(1 წთ)
|
||||||||
|
შეფასება და თვითშეფასება
|
შეფასება ხდება განმავითარებელი კომენტარებით
|
||||||||
|
სასწავლო რესურსები
|
1.
ბუნებისმეტყველება პირველი კლასი. 2.ბუნებისმეტყველების
და ხელოვნების სამუშაო რვეული. 3.ელექტრონული სასწავლო რესურსი. დამხმარე რესურსები: 1.ფერადი
ქაღალდები.
2.ფერადი ფლომასტერები
3.წებო
4.საბავშვო მაკრატელი
|
четверг, 23 июня 2016 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)










