четверг, 23 мая 2019 г.



                                                         სამოდელო გაკვეთილის გეგმა                                                                                                                                           

მასწავლებლის სახელი გვარი: მანანა ნოზაძე
                                                                                                                                                         გაკვეთილის ჩატარების თარიღი        08.05.2019                                                                           საგანი:    ბუნებისმეტყველება

სწავლების საფეხური/კლასი:     დაწყებითი  III

მოსწავლეთა რაოდენობა:  16 (კლასში სსსმ მოსწავლე არ არის)

გაკვეთილის თემა:    საქართველოს ძუძუმწოვრები 
                                                                                                                                             გაკვეთილის ტიპი:   გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული               
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები  სლაიდებზე ამოიცნობენ საქართველოში არსებულ ძუძუმწოვრებს. იმსჯელებენ მათ  მრავალფეროვნებაზე. დააკავშირებენ ცხოველების გარეგნულ ნიშნებს მათ საარსებო გარემოსთან. მოსწავლეებს აუმაღლდებათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები.
 მიზანი შეესაბამება ესგ - ით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს და გაკვეთილის თემას. გაკვეთილის თემა ემთხვევა თემატურ - კალენდარულ გეგმაში გაწერილ დროს.

 შესაბამისობა სტანდარტთან:            ბუნ.III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

* წარუდგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს  თანაკლასელებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით (მაგ., ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, ისტ-ის საშუალებით).

     ბუნ.III   მოსწავლემ უნდა შეძლოს ძუძუმწოვრების ზოგადი დახასიათება

*აკვირდება და აღწერს ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., სხეულის ფორმა, საფარველი, კიდურები, კბილები) და უკავშირებს მათი ცხოვრების ნირსა და საარსებო გარემოს (მაგ., ხმელეთი, წყალი, ჰაერი, ქვიშიანი უდაბნო, მთა) თავისებურებებს;
* მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს ბუნებაში გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვარი ცხოველების მრავალფეროვნების შესახებ და მსჯელობს მათი შენარჩუნების მნიშვნელობაზე.                                                                                                            მედიაწიგნიერების მიზნები: მედიარესურსების ანალიზი , ინფორმაციის გააზრება და გაფილტვრა.
გამომუშავებული უნარ-ჩვევები:
  •  საკუთარი მოსაზრებისა და არგუმენტირების;
  • მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის;
  • თანამშრომლობის;
  • პრეზენტირების;
  • გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგს და სასწავლო მიზნებს. გაკვეთილის თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან, ემთხვევა კალენდარულ გეგმას.



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
აქტივობის მიზანი:  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.  აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.


ვერბალური კომუნიკაცია
საერთო საკლასო
დაფაზე დაწერილი გაკვეთილის მიზანი;
შეფასების რუბრიკები.
2წთ
2
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს განვლილი მასალიდან 1.რომელ ცხოველებს უწოდებენ ძუძუმწოვრებს? ჩამოთვალეთ ისინი; 2.რას გულისხმობს ფრაზა ცხოველთა საარსებო გარემო? 3. რომელ საარსებო გარემოში არიან განსახლებული ძუძუმწოვრები? 4.არის თუ არა  დაკავშირებული ძუძუმწოვრების გარეგნული ნიშნები მათ საარსებო გარემოსთან? 

კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო
წინასწარ მომზადებული შეკითხვები განვლილი მასალიდან რომლითაც შევამოწმებ წინარე ცოდნას.
5წთ
3
  აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა მოტივაცია, დაკვირვების უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სლაიდებით აჩვენებს სხვადასხვა გარემოში განსახლებულ  ძუძუმწოვრებს. თხოვს მოსწავლეებს ივარაუდონ რომელი მათგანია საქართველოში გავრცელებული და დაასაბუთონ თავიანთი ვარაუდი. მასწავლებელი აწვდის უკუკავშირს.                                                                        
კითხვა-პასუხი, დემონსტრირება
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა power point
5
წთ
4.
აქტივობის მიზანი: ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლება  უცხო ტექსტზე მუშაობა. მიღებული ინფორმაციის დახარისხება.                                                                             აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს საქართველოს „წითელ წიგნს”, გააცნობს ინფორმაციას კავკასიური ირმის შესახებ. რის შემდეგაც მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და დაურიგებს ბროშურას -„საქართველოს წითელი ნუსხის 10 სახეობა“ მოსწავლეები ჯგუფებში გაეცნობიან უცხო ტექსტს , გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ძუძუმწოვრის ირემის შესახებ. პირველი ჯგუფი მონიშნავს ფრაზებს  რომელიც აღწერს ირემის გარეგნობას. მეორე ჯგუფი ტექსტში მოინიშნავს იმ ფრაზებს რომელიც ახასიათებს ირემის საარსებო გარემოს და კვებას. მესამე ჯგუფი  დაადგენს ირემის გავრცელების არეალს. მეოთხე ჯგუფი აღწერს ერთ წელს ირემის ცხოვრებიდან. თითოეული ჯგუფი შესაბამის ინფორმაციას წარმოადგენს ჩანახატის ფორმით. ჯგუფები დამუშავებულ ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.                                              
დემონსტრირება უცხო ტექსტზე მუშაობა
საერთო საკლასო ჯგუფური
 საქართველოს  „წითელი წიგნი“                   სასწავლო მასალა „საქართველოს წითელი ნუსხის 10 სახეობა“  ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები
8წთ
5.
აქტივობის მიზანი: ჯგუფის მიერ შესრულებულ ნამუშევრების პრეზენტაცია                                                                                             აქტივობის აღწერა: მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევრის პრეზენტაციას, დანარჩენები უსმენენ. მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
ჩანახატები თაბახის ფურცლებზე
7წთ
6.
აქტივობის მიზანი:   ფილმის შინაარსის გაგება და გაანალიზება.                                                                                              აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უყურებენ ფილმს, აკვირდებიან კავკასიური ირემის საარსებო გარემოს. ამოიცნობენ იმ ნიშან თვისებებს რითაც ირემი ეგუება მოცემულ გარემოს და ეხმარება გადარჩენაში. ფილმში ნანახს უკავშირებენ ტექსტში წაკითხულს. მასწავლებლის დახმარებით გაიაზრებენ ტერმინს „ბიომრავალფეროვნება“ და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.  
დემონსტრირება
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი
10წთ
7
აქტივობის მიზანი:            გაკვეთილის შეჯამება.            აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს ,თუ რით იყო საინტერესო მოცემული საკითხი ,რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს, ამაღლდა თუ არა მათი სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
კითხვა-პასუხი.
მთელი კლასი
დიაგრამა: „ ვიცი, გავიგე, მინდა გავიგო“
3წთ
8
აქტივობის მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცება.         აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას. მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს, სადაც გარეგნობის ნიშან-თვისება უნდა დაუკავშირონ საარსებო გარემოს შესაბამის პირობებს. მოსწავლეები ინიშნავენ საშინაო დავალებას.
    ვერბალური ახსნა
მთელი კლასი









მასწავლებლის მიერ შედგენილი ცხრილი
2წთ
9.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა შეფასება                 აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
ინდივიდუალური, ჯგუფური
შეფასების რუბრიკები
3წთ
                                                                                     
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს ბუნებაში გავრცელებული მსხვილი  ძუძუმწოვარი ცხოველების მრავალფეროვნების  შესახებ და მსჯელობს მათი  შენარჩუნების მნიშვნელობის  შესახებ .გამოუმუშავდებათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები.

შეფასება: მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით

                                             



                                            საკლასო აქტივობებში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
  აქტივობა
არადამაკმაყოფილებელი
       
დამაკმაყოფილებელი
     
           კარგი
       
    ძალიან კარგი
     
საგაკვეთილო  პროცესში ჩართულობა, მოსმენის კულტურა, ეთიკური ნორმების დაცვა
პასიურია, არ უსმენს მოსაუბრეს, არ იცავს ეთიკის ნორმებს.
საგაკვეთილო პროცესში ნაკლებადაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, უჭირს ეთიკური ნორმების დაცვა
საგაკვეთილო პროცესში აქტიურია, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკის ნორმებს.
საგაკვეთილო პროცესში მობილიზებული და კონცენტრირებულია, ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკის ნორმებს.
საკითხის გარშემო მსჯელობა. დასმულ კითხვებზე არგუმენტაცია.
ვერ მსჯელობს საკითხის გარშემო. დასმულ კითხვებს ვერ პასუხობს.
ცდილობს საკითხის გარშემო
მსჯელობასა და დასმულ კითხვებზე  პასუხის გაცემას.
ნაწილობრივ მსჯელობს საკითხის გარშემო,
ცდილობს პასუხებში არგუმენტების მოყვანას.
თავისუფლად მსჯელობს საკითხის გარშემო. დასმულ კითხვებს პასუხობს არგუმენტებით
ჯგუფური სამუშაოს შესრულება
არ იყო ჩართული ჯგუფურ სამუშაოს შესრულებაში
დროდადრო ერთვებოდა ჯგუფის მუშაობაში
კარგად თანამშრომლობდა ჯგუფის წევრებთან. ჩართული იყო სამუშაო პროცესში.
აქტიურად იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში. თანამშრომლობდა ჯგუფის წევრებთან.
                                                                                               
დანართი N1
                                                                                
ხელმოწერა:
თარიღი:   08.05.2019





четверг, 23 июня 2016 г.

გაკვეთილის თემა
თევზები
საგნები.მასწავლებლების სახელი და გვარი
ბუნებისბიმეტყველება(მანანა ნოზაძე);სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება(ია კაპანაძე)
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური.პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15.სსსმ მოსწავლე არ არის
აქტუალობა
გაკვეთილი გაუღრმავებს მოსწავლეებს ცოდნას თევზების,მათი საარსებო გარემოს და აგებულების სპეციფიკის შესახებ
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
გავაცნოთ ბავშვებს თევზების ზოგადი ნიშნები,მათი აღწერა და მრავალფეროვნება. აპლიკაციების დამზადება.                    კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან 
ბუნ.II.1.მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითად  ნაწილების აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
·           თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის  ძირითად  ნაწილებს,  გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
·           აგროვებს მასალას  ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას  და აკეთებს კოლაჟს;
·           ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის  ცხოველის   გამოსახულებას


ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ცხოველების   მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს კითხვებს .
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს,
ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს;  ს.გ.I.4 . მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნამუშევარში ასახავს მიღებულ შთაბეჭდილებებს;

·           გამოსახავს წარმოსახვით გარემოს;


                                                  
მოსწავლეთა წინარე ცოდნა

მოსწავლე უნდა კითხულობდეს მარტივი წინადადებებით  შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს,ტექსტში პოულობდეს კონკრეტულ ინფორმაციას,სხვადასხვა მასალის გამოყენებით ქმნიდეს მარტივ აპლიკაციებს
გაკვეთილის მსვლელობა
ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს :გინახავთ თევზები? როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი? რით იკვებებიან ისინი? მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებს .მასწავლებელი პრეზენტაციის სახით მიაწოდებს ინფორმაციას თევზების შესახებ. აჩვენებს მათ თევზის ჩონჩხს. მოსწავლეები ნეტბუკის საშუალებით დაათვალიერებენ თევზების ფერად სურათებს .მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მცირე ჯგუფებში შეავსებენ სქემას, რომელიც  მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის გააზრებასა და საჭირო ინფორმაციის ამოკრეფაში დაეხმარება. სქემა აქვს შემდეგი სახე:
თევზები
გარეგნული ნიშნები
მათი საცხოვრებელი გარემო
რით იკვებებიან




 წუთშესვენება:მაწავლებელი ასახელებს  რომელიმე ცხოველის სახელს.თუ ის თევზია,ბავშვები ახტებიან და მიბაძავენ თევზის ხტუნვას წყალში,თუ სხვა ცხოველია-ერთხელ შემობრუნდებიან საკუთარი თავის გარშემო. ხელოვნების  მასწავლებელი ათვალიერებინებს საილუსტრაციო ნიმუშებს და  ეკითხება  რომელ გეომეტრიულ ფორმებს მოგვაგონებს თევზები და ჩამოათვლევინებს იმ ფერებს  რომელი ფერებიც აღიქვეს წარმოდგენილ საილუსტრაციო ნიმუშებში. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციის საფუძველზე ისინი სამუშაო რვეულის შესაბამის დავალებაში ჭრიან თევზებს და აწებებენ ქაღალდზე და სასურველი ფერებით ქმნიან წყალქვეშა სამყაროს საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით.
ორგანიზება და დრო
აქტივობა 1 მთელი კლასი (5 წთ)                             აქტივობა 2 ინდივიდუალურად (3 წთ)                         აქტივობა3 ჯგუფებში(8წთ)                                             აქტივობა4 პრეზენტაცია ჯგუფებში (2 წთ)       აქტივობა5 წუთშესვენება                                      აქტივობა6 მთელი კლასი(5წთ) აქტივობა7აპლიკაციების დამზადება(10წთ)     აქტივობა8 შეფასება(1 წთ)
შეფასება და თვითშეფასება
შეფასება ხდება განმავითარებელი კომენტარებით
სასწავლო რესურსები
1.       ბუნებისმეტყველება პირველი კლასი. 2.ბუნებისმეტყველების და ხელოვნების  სამუშაო რვეული.                          3.ელექტრონული სასწავლო რესურსი.   დამხმარე რესურსები:                                          1.ფერადი ქაღალდები.                                                   2.ფერადი ფლომასტერები                                                                                                   3.წებო                                                                        4.საბავშვო მაკრატელი